მენიუ დახურვა

შვეიცარიაში ზვავის ჩამოწოლის დროს თოვლის მასაში 12-მდე ადამიანი მოყვა

შვეიცარიაში ზვავის ჩამოწოლის დროს თოვლის მასაში 12-მდე ადამიანი მოყვა

შვეიცარიაში ზვავის ჩამოწოლის დროს თოვლის მასაში 12-მდე ადამიანი მოყვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. პოლიცია ზვავში მოყოლილთა ზუსტ რაოდენობას ჯერ არ ასახელებს.

სტიქიური უბედურება ევროპული ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტზე, კრანს-მონტანაში ადგილობრივი დროით 14:15 საათზე მოხდა.

ამ მომენტისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ვერტმფრენების დახმარებით მუშაობენ. ოპერაციაში კინოლოგებიც არიან ჩართულნი.

როგორც „ბიბისი” იუწყება, შვეიცარიის ალპებში ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა. შესაბამისად, თოვლმა დნობა დაიწყო. სწორედ ეს სახელდება ზვავის მიზეზად. რეგიონში ამ დრომდე რიგ ადგილებში ზვავის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს.

loading…


მსგავსი სიახლეები