მენიუ დახურვა

შაკირამ ვენესუელის მოქალაქეების მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა

კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი შაკირა, ვენესუელაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს. ის ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გახსნას კორიდორი და მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. 

„არ შეიძლება, რომ კონკრეტული პირების პოლიტიკური ინტერესები იდგეს ვენესულის მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა. ჩვენ ჰუმანიტარული დახმარებით უნდა დავამარცხოთ კრიზისი და აღვადგინოთ ვენესუელაში დემოკრატია“ -აცხადებს ვიდეომიმრთვაში შაკირა. 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები