მენიუ დახურვა

ლაგერფელდის მმართველობით Chanel-ი $10-მილიარდიანი ბიზნესი გახდა

კარლ ლეგერფელდის 26 წლიანი საქმიანობის პერიოდში Chanel-ის ბრენდის ბიუჯეტი 10 მილიარდი დოლარი გახდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდია, – წერს Bloomberg.

„კომპანია ეძებს კარლ ლაგერფელდის შემცვლელ დიზაინერს, რომელიც მის სტილს შეინარჩუნებს და განავითარებს. Chanel-ის ბრენდის მფლობელებმა ალანმა და ჟერარდ ვერტინიერებმა ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ კომპანია დროებით ვირჯინია ვიარდს გადააბარეს, ვიდრე მის მუდმივ შემცვლელ იპოვნიან“ – წერს Bloomberg.  

ცნობილი დიზაინერი 85 წლისა 19 თებერვალს გარდაიცვალა

კარლ ლაგერფელდი 1933 წელს გერმანიაში, ჰამბურგში დაიბადა. 1950-იან წლებში საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1983 წელს, ლაგერფელდი Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.

დიზაინერს ფრანგული მოდის სახლის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვირჯინია ვიარდი შეცვლის.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები