მენიუ დახურვა

რას ამბობს გიორგი დანელიას მეუღლე, რეჟისორის ავადმყოფობაზე?

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია, ის მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა „მიმინო”, „ქინ-ძა-ძა”, „შემოდგომის მარათონი” და სხვები.

Loading...

მსგავსი სიახლეები