მენიუ დახურვა

ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა. მისი სარეალიზაციო ფასი ₾75 შეადგენს. ახალი საკოლექციო მონეტა 2019 წლის 27 თებერვლიდან გაიყიდება. მონეტის დიზაინი ნიტა გონგაძეს ეკუთვნის. 

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები წარმოადგენს, რაც სიმბოლურად პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს გამოსახავს.

რაც შეეხება მონეტის რევერსს. აქ მთავარ კომპოზიციას იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა.

1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების შედეგად შეიქმნა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები