მენიუ დახურვა

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მძიმე დღეა. სირთულეები გელით პარტნიორებთან ურთიერთობასა და სწავლაში. წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში და იმედგაცრუება პარტნიორებში განწყობას გაგიფუჭებთ და ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.

კურო

ყურადღება მიაქციეთ კვების ხარისხს და დაიცავით დიეტა, ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური ვარჯიშისა და წყლის პროცედურებისთვის. მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან ან მეგობრებთან. სულგრძელობა და გულუხვობა გამოიჩინეთ, რადგან ძუნწობასა და აგრესიას ნეგატიური შედეგები მოჰყვება. ამჟამად ბიზნესსაქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ეს დღე ხასიათის ცვალებადობას, ილუზიებსა და გარემოცვის ტრანსფორმაციას განასახიერებს. სამსახურში პრობლემები გელით, თუმცა ყველაფერს გააკეთებთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ განმარტოებას, მდუმარებას, შენდობას, შრომისმოყვარეობას და კეთილსინდისიერებას. გაითვალისწინეთ, რომ კოლექტიური საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა.

კირჩხიბი

ამ დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით და გამორიცხული არაა, რომ მეგობრობაში გადაიზარდოს. ეცადეთ, ბუნებასთან ახლოს იყოთ. თუ სოფელი ან აგარაკი გაქვთ, გირჩევთ, მთელი დღე მის კეთილმოწყობას მიუძღვნათ.

ლომი

რთული დღეა. ემოციური არასტაბილურობა, მკვეთრი გამონათქვამები და საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს სამუშაოს ხარისხზე და უფროსთან სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდეს. არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ოჯახური ურთიერთობისთვის.

ქალწული

მძიმე დღეა, რომელსაც იმედგაცრუება და ტყუილი ახლავს. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ მეტად კრიტიკული იყოთ და პარტნიორს გადაჭარბებული პრეტენზიები არ წაუყენოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, აქტიური დასვენებისა და წყლის პროცედურებისთვის. თქვენი ცვალებადი შინაგანი სამყარო ამ დღეს არატრადიციულ გარემოცვასა და ახალ განცდებს მოითხოვს. გირჩევთ, შემთხვევითი ნაცნობობისგან თავი შეიკავოთ, რადგან უცხო ადამიანების გავლენამ შეიძლება პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, ეს დღე ბავშვებთან გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით – გამორიცხული არაა, რომ ის მეგობრობაში გადაიზარდოს. ამ დღეს ბუნებაში და სუფთა ჰაერზე ყოფნა სასარგებლოა. თუ სოფელი ან აგარაკი გაქვთ, ეცადეთ, მთელი დღე მის კეთილმოწყობას მიუძღვნათ.

მშვილდოსანი

თქვენი ცვალებადი შინაგანი სამყარო ამ დღეს არატრადიციულ გარემოცვასა და ახალ განცდებს მოითხოვს, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგები მოგიტანოთ. გამორიცხეთ ყველანაირი აგრესია და ეცადეთ, სულიერი გულუხვობა და შინაგანი კეთილშობილება გამოიჩინოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები. ეცადეთ, საკუთარი თავს უფრო კრიტიკულად შეხედოთ და პარტნიორის მიმართ ზედმეტი პრეტენზიები არ გაგიჩნდეთ. თქვენ მშვენიერი ინტუიცია გაქვთ, რაც ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ საღამოს ბავშვებთან ურთიერთობაში გაატარებთ.

მერწყული

დაძაბული დღეა. ერთგვარი ქაოსი და აქტიურობა სულიერ წონასწორობას დაგირღვევთ. დაღლილობის საუკეთესო წამალი ბავშვებთან ურთიერთობა და მეგობრებთან საინტერესო საუბრები იქნება. ეცადეთ, საკუთარ გამონათქვამებში მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, მხოლოდ ერთი სიტყვა შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

თევზები

ეს დღე მშვიდობასა და სიმშვიდეს განასახიერებს. ხელიდან ნუ გაუშვებთ ახალი საინტერესო ნაცნობების შეძენის შანსს. ეცადეთ, საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება გამოავლინოთ. აღადგინეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც მიზეზთა გამო დაშორდით.

 

loading…


მსგავსი სიახლეები