მენიუ დახურვა

2019 წლის ცხელ-ცხელი სერიალები

თუ სერიალების მოყვარულები ხართ, ეს ახალი მძაფრსიუჟეტიანი სერიალები აუცილებლად დაგაინტერესებთ.

1. „მტერი შიგნით“/The Enemy Within

აშშ, დრამა

საკუთარი ქალიშვილის გადასარჩენად „ცეერუს“ აგენტი ერიკა შეპარდი იძულებულია, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გათქვას. ამისთვის მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან, მაგრამ ერიკ შეპარდის ისტორია ამით არ მთავრდება. მალე მასთან დახმარების სათხოვნელად „ეფბიაის“ აგენტი უილ კიტონი მიდის. უილი იმ დამნაშავის კვალზე გავიდა, რომელსაც ერიკა მრავალი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. ასე რომ, კრიმინალი ქალი კვლავაც მართლმსაჯულების ნაწილი ხდება.

2. „ვისკი კავალიერი“/Whiskey Cavalier

აშშ, დრამა

„ეფბიაის“ საუკეთესო აგენტმა ჩეიზმა, ვისკი კავალიერის ფსევდონიმით ცნობილმა, ძნელად გადაიტანა შეყვარებულთან განშორება. ამ ფაქტმა ისე ძლიერ იმოქმედა მასზე, რომ კინაღამ „ოქროს მოწმის“ კომპრომეტირება მოახდინა. საბედნიეროდ, ჩეიზის დასახმარებლად მოდის ფრანჩესკა ტრაუბრიჯი – „ცეერუს“ პირდაპირი და ზოგჯერ მკაცრი ოპერატიული თანამშრომელი. იქნებ სწორედ მან შეძლოს და ძველ რელსებზე დააბრუნოს ჩეიზის პირადი და პროფესიული ცხოვრება?

3. „ქვრივი“/The Widow

აშშ, დრამა

ქმრის მოულოდნელად დაღუპვის შემდეგ ჯორჯიას მთელი ცხოვრების შეცვლა მოუწევს. ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალი თავის „გარდაცვლილ“ მეუღლეს კონგოს ახალი ამბების შესახებ ვიდეორგოლში ნახულობს. დროთა განმავლობაში ჯორჯია ხვდება, რომ მისმა ქმარმა შეგნებულად მოაწყო საკუთარი სიკვდილის ინსცენირება, მაგრამ საინტერესოა, რისთვის?

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები