მენიუ დახურვა

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ისევ ვარსკვლავების მფარველობის ქვეშ ხართ. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, რაც პირად ურთიერთობებსა თუ კომერციულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ. პარტნიორების ან გავლენიანი პირის დახმარება კარიერულ წინსვლას ან ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. მოგება ან ახლობელი ადამიანისგან საჩუქარი გელით.

კურო

ამ დღეს აქტიური მოქმედებები გმართებთ. შეტევაზე გადასვლა ან პირიქით, მთელი ენერგიის თავდაცვაზე კონცენტრირება მოგიწევთ. გახსოვდეთ, ნებისმიერ კონფლიქტში შეიძლება მოინახოს კომპრომისული გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში, პასიურობა არასასურველია – თქვენ შეიძლება სამიზნედ იქცეთ. ახლობლებისგან დახმარებას ნუ ელით და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

ტყუპები

რთული დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. მოსალოდნელია დაღლილობა, მოთენთილობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და თავის ტკივილი. ამ დღეს შეტევაზე გადასვლა ან პირიქით თავდაცვაზე კონცენტრირება მოგიწევთ. აუცილებლობის შემთხვევაში კომპრომისზე უნდა წახვიდეთ.

კირჩხიბი

საქმისა და საკუთარი ინტერესებისთვის ადამიანებს ზოგჯერ სინდისთან კომპრომისზე წასვლა უწევთ და დღეს სწორედ ასეთი დღეა. ნებისმიერ შემთხვევაში, უფროსთან კონფლიქტი არასასურველია. უმჯობესია, მორჩილი თანამშრომლის როლი მოირგოთ. პროფესიული წარმატებები აუცილებლად აისახება ხელფასზე, ხოლო რამდენად მოიმატებს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარებას არ უნდა ელოდოთ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, რაც პირად ურთიერთობებში წარმატებას უზრუნველყოფს. ტემპერამენტი, იმპულსურობა და თავგანწირვის უნარი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მხრიდან ღირსეულად იქნება დაფასებული. მოსალოდნელია მოგება ან ახლობელი ადამიანისგან საჩუქარი.

ქალწული

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, კომერციულ საქმეებში წარმატება გელით. გაითვალისწინეთ, რომ წარმატებისთვის გავლენიანი ადამიანების ან პარტნიორების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. იმოქმედეთ ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით. ერიდეთ ექსპერიმენტებს, რისკენაც გიბიძგებენ და წარმატება თქვენ დაგრჩებათ.

სასწორი

რთული დღეა. პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერ აქტიურობას უნდა ერიდოთ. უმჯობესია, პირადი საქმეებითა და ჯანმრთელობის გაკაჟებით დაკავდეთ. მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ.

მორიელი

სახიფათო დღეა. გზებზე მოსალოდნელია ავარიული სიტუაციები, ამიტომ გირჩევთ, მგზავრობასა და მოგზაურობაზე უარი თქვათ. ზოგიერთ საქმეში თქვენი მონაწილეობის აუცილებლობა სულიერ წონასწორობას დაგირღვევთ. ეცადეთ, პარტნიორებთან ურთიერთობა განაახლოთ. გეჩვენებათ, რომ თქვენი კავშირი იმდენად პირობითი და ილუზორულია, რომ მისი გაგრძელება არ ღირს. ნუ იქნებით ასე ეჭვიანი და ნუ იჩქარებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტას.

მშვილდოსანი

რთული დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ვარსკვლავები გირჩევენ განმარტოებას, სიმშვიდეს, შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებას. გამოიყენეთ სასიკეთო მომენტი ძველი საქმეების დასასრულებლად. მეგობრებისა და ახლობლების დახმარებას ნუ ელით და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

თხის რქა

ახალი ცოდნის, ენერგიისა და შინაგანი თავისუფლების მოპოვების დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. მშვენიერი დღეა ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისა და მხიარულებისთვის. ამ დღეს მხოლოდ თქვენთვის ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმით დაკავდით. კომერციულ საქმიანობაში წარმატება გელით. გაითვალისწინეთ, რომ წარმატებისთვის გავლენიანი მფარველებისა და პარტნიორების დახმარება დაგჭირდებათ.

მერწყული

საშიში დღეა, რომელსაც ოჯახურ და პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები ახლავს. ძალიან დაიღალეთ ერთფეროვანი და მონოტონური ცხოვრებით. ამჟამად თქვენთვის აუცილებელია გარემოს შეცვლა. იმედები, სავარაუდოდ, არ აგისრულდებათ და ოცნებები ოცნებებად დარჩება. სექსუალურ სფეროში იმედგაცრუება გელით.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. სამსახურებრივი საქმეები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას, დისციპლინასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. შინაგან მოუსვენრობას გრძნობთ. ძველ მეგობრებთან ურთიერთობა ენერგიითა და ოპტიმიზმით აგავსებთ.

 

loading…


მსგავსი სიახლეები