მენიუ დახურვა

8 ჟესტი, რომლებიც სხეულის სტიმულირებაში დაგეხმარებათ

ეს ხუთწუთიანი ვარჯიში, რომელსაც ნებისმიერ ადგილას მარტივად შეასრულებთ, თქვენს სხეულს ემოციებისა და ენერგიის დაბალანსებაში დაეხმარება. 

მუდრა („ბედნიერების მომტანი“) – ეს არის ხელის სიმბოლური ჟესტი, თითების იოგა, რომელიც შინაგანი სიმშვიდის გამომუშავებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. მუდრას ჟესტები შექმნილია სხეულისა და გონების სტიმულირებისთვის. გაეცანით 8 ძირითად ჟესტს:

1. გიან-მუდრა (ცოდნის ჟესტი)

ეს ჟესტი ავითარებს ენთუზიაზმს და შემოქმედებით აზროვნებას. ხელს უწყობს სულიერი დაძაბულობისა და აშლილობის მოხსნას. 

2. ვააიუ-მუდრა

ეს ჟესტი სხეულს ეხმარება დაღლილობის მოხსნაში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

3. ააკაშ-მუდრა

ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს დარდის, წუხილის, სიბრაზისა და პრობლემების მოშორებას. 

 

4. შუნია-მუდრა

თითების ამგვარი მდგომარეობა ხელს უწყობს ტკივილებისა და სპაზმების მოხსნას. სასურველია, ეს ჟესტი დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს შეასრულოთ.

 

5. პრიტვი-მუდრა

ჟესტი, რომელიც, ასევე, ხსნის დაღლილობას და ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას. აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს.

 

6. სურია-მუდრა

თუკი ზედმეტი წონა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ამ ჟესტს. თითების ამგვარი მდგომარეობა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს მეტაბოლიზმს. ეს ჟესტი იდეალურია მათთვისაც, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებთ.

 

7. ვარუნ-მუდრა

ეს ჟესტი დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის მოხსნაში. ამ ჟესტს, ასევე, მიმართავენ ართრიტისა და კრუნჩხვების დროს.

 

8. ჟალ შაამაკ-მუდრა

ხელის ეს მოძრაობა კარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ზედმეტად აქტიური საოფლე ჯირკვლები აქვთ და თვალებიდან ცრემლდენა აწუხებთ. 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები