მენიუ დახურვა

როდის შეიძლება ბინის ყიდვა ყველაზე იაფად

მშენებლობა თბილისში

ასეთ დროს ყველაფერი მიწოდებასა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფასწარმოქმნაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. მაგალითად, ბანკებმა შეიძლება იპოთეკური განაკვეთები შეამცირონ, რასაც იპოთეკური ბუმი შეიძლება მოჰყვეს, ან კანონით ბინის ყიდვის ახალი ფორმა ამოქმედდეს, რაც მშენებლებზე აისახება და შესაბამისად ბინების ფასზეც და ა.შ.

რა ქმნის საცხოვრებელი ბინის ფასს?

ბინის ფასი საკმაოდ ბევრი კომპონენტისგან ყალიბდება და ფასწარმოქმნის უნივერსალური წესი არ არსებობს. ნაკვეთის შეძენის ხარჯების და ძირითადი სამშენებლო მასალების გარდა, საცხოვრებლის ღირებულებაში შედის არქიტექტურული პროექტის შექმნა, კომუნიკაციების მიერთება (წყალი, ელექტროობა, გაზი), საკუთრების უფლების გაფორმების ხარჯები, დაზღვევა, მარკეტინგი და რეკლამა. ეს მოიცავს ასევე მშენებლების საკრედიტო განაკვეთებს და გადასახადებს. მაგალითად, ზოგიერთი მშენებელი სახლს მთლიანად საკუთარი ხარჯებით აშენებს, სხვებს კი კრედიტები გამოაქვთ. თუ კომპანია ფულს სესხად იღებს, კვადრატული მეტრის ფასი უფრო მაღალია.

ერთი და იმავე მოცულობის სახლი სხვადასხვა ფასი რატომ ღირს?

ჯერ ერთი მნიშვნელობა აქვს სახლის ადგილმდებარეობას, ტიპს და აშენების თარიღს, საცხოვრებლის კლასს, ეკოლოგიას, ინფრასტრუქტურას თავად საცხოვრებელ კომპლექსში და მის ირგვლივ. მეორეც, ფასს ბინის მახასიათებლებიც განსაზღვრავს: მოპირკეთების არსებობა ან არარსებობა, სართული, ხედი ფანჯრიდან. ასევე ფასზე მოქმედებს ლიფტის, პარკირების და საბავშვო მოედნების არსებობა.

მოუპირკეთებელი ბინის ყიდვა ცენტრისგან მოშორებით ფულს დამიზოგავს?

გარანტირებულად – არა. უკვე მოპირკეთებული საცხოვრებლის ყიდვით ეკონომიას გააკეთებთ – ეს ხშირად იმაზე მომგებიანია, ვიდრე რემონტის საკუთარი ძალებით კეთება. მშენებელები სამშენებლო მასალებს ბითუმად ყიდულობენ, რის გამოც ფასი უფრო დაბალია. გარდა ამისა, ბინის ყიდვა უფრო იაფად შეიძლება, თუ მას არაპოპულარული დაგეგმარება აქვს ან პირველ სართულზეა და აივანი არ გააჩნია.

ზოგადად, ნაკლები ფული რომ დახარჯოთ, პირველ რიგში საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. თუ თქვენ შეჩვეული ხართ ავტომობილით მგზავრობას, სახლისთვის ზედმეტი ფულის გადახდა იმიტომ რომ ის მეტროსთან ახლოსაა, საჭირო არ არის, მაგრამ პარკირებისთვის ფულის დახარჯვა მოგიწევთ. თუ თქვენ პატარა შვილები არ გყავთ, აზრი არ აქვს ბინის ყიდვას რაიონში, სადაც განვითარებულია „საბავშვო“ ინფრასტრუქტურა – სათამაშო მოედნები, ბაღები და სკოლები. თუ თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ფასადის არქიტექტურულ არასრულფასოვნებაზე, ეზოში მოუვლელ გაზონსა და სადარბაზოში მოსაპირკეთებელი მასალის ხარისხზე – ეკონომია ამ შემთხვევაშიც გამოგივათ.   

ასევე, რაც უფრო მეტ ფულს გადაიხდით წინასწარ, ბინაც უფრო იაფი დაგიჯდებათ. საუკეთესო ვარიანტია, თუ მთლიან თანხას თავიდანვე გადაიხდით, ამ შემთხვევაში მშენებლებს კლიენტებისთვის ხშირად ფასდაკლებებიც აქვთ. თუ მთლიანი თანხა არ გაქვთ, არსებობს სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, უნდა გაარკვიოთ ხომ გთავაზობთ მშენებელი უპროცენტო განვადებას.

ყველაზე იაფად ბინას როდის ვიყიდი?



გაზაფხულსა და ზაფხულში. ტრადიციულად ამ დროს გაყიდვების პროცესი უარესდება: ზოგი დასასვენებლად მიდის და ბინის საკითხს სექტემბრამდე ავადებს. უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა არდადეგების დროსაც მცირდება. ბევრი აგროვებს თანხას და წლის ბოლომდე ცდილობს საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას. ამის გამო იანვარში მშენებლებისა და რიელტორებისთვის „მშიერი“ პერიოდი იწყება. მოთხოვნის სტიმულირებისთვის კომპანიები აქციებს აწყობენ და მყიდველებს ფასდაკლებებს სთავაზობენ.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები