მენიუ დახურვა

აი, რატომ მოსწონთ ქალებს კაცები, რომლებიც ჭურჭელს რეცხავენ

ამბობენ, კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო… და ქალების? აღმოჩნდა, რომ ქალებს იზიდავთ კაცები, რომლებიც ჭურჭელს რეცხავენ. 

ქალის გულის მოგების სხვადასხვა საშუალება არსებობს: საოცნებო ქურქი, ასფალტზე დაწერილი „მე შენ მიყვარხარ“ ან, უბრალოდ, საწოლში მირთმეული ყავა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალის დასაპყრობად ყველაზე მარტივი მეთოდი – ჭურჭლის რეცხვაა (ასე რომ, კაცებო, ძალიან ნუ დაიხარჯებით ფინანსურად).

სოციოლოგმა სკოტ კოლტრეინმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: რაც უფრო მეტ საოჯახო საქმეზე იღებს პასუხისმგებლობას კაცი, მით უფრო ბედნიერია ქალი“. 

როდესაც კაცი ჭურჭელს რეცხავს ან იატაკს წმენდს, ქალში მის მიმართ დამოკიდებულება ძლიერდება. გარდა ამისა, კაცის ამგვარი „დიასახლისობა“ ქალის ლიბიდოს ამაღლებს.

გასაგებია, რომ ჭურჭლის რეცხვას დიდი დრო არ მიაქვს, რომ „ეს კაცის საქმე არ არის“ და ა.შ. სამაგიეროდ, რამდენი ბონუსი ეძლევათ კაცებს ჭურჭლის ნიჟარასთან რამდენიმეწუთიანი დგომის შედეგად!

სკოტ კოლტრეინის თქმით, კაცებს, რომლებიც ქალების საქმეებით არიან დაკავებულები, უფრო ხარისხიანი და ვნებიანი სექსუალური ცხოვრება აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ამგვარ პასუხისმგებლობებს გაურბის.

ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, თუკი ქალის გულის დაპყრობა და დაუვიწყარი სექსუალური ღამის მოწყობა გსურთ, არ დაგავიწყდეთ რომანტიკული ვახშმის შემდეგ მოირგოთ რეზინის… არა, პრეზერვატივი არა, ხელთათმანები და გულმოდგინედ გარეცხოთ ჭურჭელი.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები