მენიუ დახურვა

გლდანში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გაზის გაჟონვა

გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, მოქალაქის გარდაცვალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 1986 წელს დაბადებული კაცი, მეორე დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები