მენიუ დახურვა

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ჯანმრთელობისთვის პრობლემური დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები, ტრავმები, უცნობ ადამიანებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები. გამორიცხული არაა ფინანსური ზარალი. ეცადეთ, ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინოთ და ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, მაგრამ სანამ დასთანხმდებით, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, წინადადება არც ისე მომგებიანია, როგორც ფიქრობთ. მერკურის ხელსაყრელი მდებარეობის მიუხედავად, სამსახურში მოსალოდნელია უფროსთან ან კოლეგებთან გაუგებრობა და სხვა წვრილმანი უსიამოვნებები. ფრთხილად იყავით. ნებისმიერი პატარა კამათი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ტრავმები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. სასიცოცხლო პოტენციალს შემცირების ტენდენცია აქვს. შესაძლოა, ოჯახურ ან ფინანსურ პრობლემებს შეეჯახოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – მათთან ურთიერთობა სიხარულსა და ბედნიერებას მოგანიჭებთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს საქმიანი წინადადება მიიღოთ, თუმცა არც ისეთი მომგებიანი იქნება, როგორც ფიქრობთ. ბავშვებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ეცადეთ, ახლობლების მიმართ მეტი მოთმინება და ყურადღება გამოიჩინოთ.

ლომი

უკიდურესად ნეგატიური დღეა. ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ კონტაქტები და თუ ამის საშუალება არსებობს, მთელი დღე სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები და ტრავმები.

ქალწული

მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ტრავმები და სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავის ტკივილმა და დეპრესიამ შეგაწუხოთ. გამორიცხული არაა, რომ ფინანსური ან ოჯახური პრობლემები შეგექმნათ.

სასწორი

პასიური და ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცდუნების აყოლამ შეიძლება თქვენი სულიერი განვითარება შეაფერხოს და უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

მორიელი

აქტიური დღეა. სამსახურებრივი საქმეები თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, პირადი ცხოვრების პრობლემები კი – თავგანწირვას. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და შურისძიებაზე ნაკლები იფიქროთ.

მშვილდოსანი

საქმის რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების გონივრულად გადანაწილების უნარი უსიამოვნებებს აგაცილებთ. არახელსაყრელი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და მივლინებებისთვის. მამაკაცებმა საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან სასიცოცხლო პოტენცია შემცირებულია. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა, უმიზეზო მოწყენა და დეპრესია.

თხის რქა

მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ტრავმები, უცხო ადამიანებთან ან სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები. შესაძლოა, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. ემოციები შეიკავეთ და საკუთარ ვნებებს ნუ აჰყვებით. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხორციან კერძებს.

მერწყული

ოპტიმიზმით სავსე დღეა. მოსალოდნელია ახალი სამსახური ან პარტნიორების გამოჩენა, თუმცა ეცადეთ, ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი აქტიურობა არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ეს დღე პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით სავსეა. სექსუალური და სასიყვარულო კონტაქტები სიხარულსა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

თევზები

ორგანიზაციისა და რეორგანიზაციისთვის ხელსაყრელი დღეა. ხელქვეითებს მეტი თავშეკავება და თავმდაბლობა მართებთ. ამ დღეს მთლიანად უფროსობის ნებას უნდა დაემორჩილოთ. გაითვალისწინეთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, დახმარებას არ უნდა ელოდოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

 

Loading...

მსგავსი სიახლეები