მენიუ დახურვა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი ”Forbes”-ის სიაში ბიძინა ივანიშვილი 365-ე ადგილზეა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი პოზიციებს არ თმობენ. გავლენიანმა ”Forbes”-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე კვლავ ”Amazon”-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონება 131 მილიარდ დოლარს წარმოადგენს.

96 მილიარდ 500 მილიონით მეორე პოზიციაზე ბილ გეითსია. მან პირველი ადგილი ჯეფ ბეზოსს შარშან დაუთმო. მსოფლიოს რიგით მესამე მილიარდერი მედია მაგნატი უორენ ბაფეტია, მას 82 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ქონება აქვს.

სიაში 365-ე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი 4 მილიარდ 900 მილიონი დოლარით, რაც შარშანდელზე 300 მილიონი დოლარით მეტია. ”Forbes”-ის სიაში ასევე მოხვდა 21 წლის მოდელი კაილი ჯენერიც. 1 მილიარდი დოლარით ის სიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები