მენიუ დახურვა

5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო ქართველ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნადავლი ევროპის პირველობაზე

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი

დღეს ჩემპიონები და პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა 60-67-72-82-97 კგ წონითი კატეგორიებში გამოვლინდნენ

97 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გიორგი მელია ფინელ არვი მარტინ სავოლაინენთან დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ მოჭიდავეებმაც (60 კგ ირაკლი ძიმისტარიშვილი 10 ქულა, 67 კგ გიორგი კურტანიძე 8 ქულა) რომლების ამჯერად ვერ შეწვდნენ მედლებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

55 კგ ნუგზარ წურწუმია

63 კგ ლევან ქავჟარაძე

72 კგ რამაზ ზოიძე

87 კგ გურამ ხეცურიანი

130 კგ ზვიად პატარიძე

97 კგ წონაში გიორგი მელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

77 კგ წონაში ბექა მამუკაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

Loading...

მსგავსი სიახლეები