მენიუ დახურვა

ნიღაბი, რომელიც აგარიდებთ ნაოჭებს, შეშუპებასა და სილურჯეებს თვალის გარშემო

მარტივად მოსამზადებელი ჟელატინის ნიღაბი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირად ღირებულ სალონურ პროცედურებს. 

 

 

ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება სახის კანის მოსავლელად – ჟელატინის ნიღაბი, რომელიც ჭიმავს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტონუსს.

ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს – ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. 

ჟელატინში შემავალი კოლაგენი თავისი თხელი და მსუბუქი სტრუქტურით ადვილად აღწევს კანის საფარში. შედეგად კი კანის ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებს დაბალანსებულ მუშაობას, რაც ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნას, ღრმად იწმინდება კანის ფორები, იჭიმება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და იკვეთება კანის კონტური.

ეს ჯადოსნური ნიღაბი შეიცავს ჟელატინსა და გლიცერინს, რომლებიც ინტენსიურად ატენიანებს კანს.

საჭირო პროდუქტები:

კვერცხის ცილა – 1 ცალი;

გლიცერინი – 1 ს/კ;

ჟელატინი – 2 ს/კ;

1. წყალში გახსნილ ჟელატინს დაამატეთ გლიცერინი, შემდეგ კი, თანდათანობით ჩაუშვით კვერცხის ათქვეფილი ცილა.

2. მიღებული მასა დაიდეთ დაორთქლილ სახეზე.

3. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. წაისვით სახეზე მკვებავი კრემი.

5. ისარგებლეთ ჟელატინის ნიღბით კვირაში ორჯერ. უკეთესი ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ, ნიღაბი ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში წაისვათ.

სულ რამდენიმე დღეში შენიშნავთ, რომ ჟელატინის ნიღაბი ბოტოქსზე გაცილებით ეფექტურია.

 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

 

 

 

Loading…


მსგავსი სიახლეები