მენიუ დახურვა

ძიუდოში მარაკეშის გრან პრის გათამაშებაზე ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ჭიდაობა ძიუდოში მარაკეშის გრან პრის გათამაშების პირველ დღეს საქართველომ ერთი მედალი მოიპოვა.

1Tv.ge  ცნობით, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. მედლისთვის პაექრობაში პაპინაშვილი ბრიტანელ ეშლი მაკენზის შეხვდა და ორი ვაზარით აჯობა.

ამირან პაპინაშვილმა აღნიშნულ გრან პრიზე მე-15 და მათ შორის მეხუთე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს 66 კილო წონით კატეგორიაში გიორგი გუგულაშვილი და ნიკო ჭიკაიძე ჭიდაობდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველივე ორთაბრძოლები დათმეს.

ხვალ მარაკეშის გრან პრიზე ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (73), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81) იჭიდავებენ, კვირას კი მხოლოდ ერთი მონაწილე გვაყვს – გიორგი პაპუნაშვილი (90).

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები