მენიუ დახურვა

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ვერძი მამაკაცებისთვის. სამსახურებრივი საქმეები, საპასუხისმგებლო შეხვედრები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება შესაძლოა, შეცდომებისა და ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს. პლანეტების განლაგება დაგიცავთ ინტიმურ ცხოვრებაში წარუმატებლობისგან და ახლობელ ადამიანთან კონფლიქტისგან. სიზმარი დილითვე აგიცხადდებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. დღის პირველ ნახევარში თქვენი ზღვარგადასული ენერგიულობა ადამიანებს სიხარულს მიანიჭებს. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას – მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრავმები და უბედური შემთხვევები. ერიდეთ სპირტიან სასმელებს. ეცადეთ, ეს დღე ოჯახურ წრეში ან უახლოეს ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

ბიზნესმენ ტყუპებს არახელსაყრელი დღე ელით. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებული თავმოყვარეობა, შეცდომები და ილუზორული წარმოდგენები შეიძლება ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდეს. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად გაჩენილი სასიყვარულო პრობლემები წარმატებულად გადაჭრათ. ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ. გირჩევთ, მოვლენების მიმდინარეობაში ნუ ჩაერევით – შესაძლოა, პრობლემების უმეტესობა თავისთავად მოგვარდეს.

კირჩხიბი

ეს დღე მშვიდობასა და ჰარმონიას მოგიტანთ. გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი ბუნებაში გაატაროთ, მეორე – სახლში, ოჯახურ წრეში. უსიამოვნო ნაცნობობა გელით. ყველგან, სადაც მიხვალთ, შეგნიშნავენ და გაღიარებენ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ. გირჩევთ, თქვენთან დაახლოების უფლება მხოლოდ ღირსეულ და რჩეულ ადამიანებს მისცეთ და ეცადეთ, ადამიანების შეფასებაში არ შეცდეთ.

ლომი

არახელსაყრელი დღეა. დილიდან საქმეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები გელით. გამორიცხული არაა, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეცდომები და ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს.

ქალწული

შესანიშნავი დღეა ზნეობრივი განწმენდისთვის, შენდობისთვის, ჩუქებისა და საჩუქრების მიღებისთვის. ეცადეთ, ყოველგვარი აგრესია გამორიცხოთ. ერიდეთ, ავეჯის გადაადგილებას, ხის მოჭრას, ყვავილების დაკრეფას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას, სარისკო ავანტიურებსა და ავტომობილის სწრაფად ტარებას. გირჩევთ, მთელი დღე ოჯახისა და მეგობრების წრეში გაატაროთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. შეცდომები და საკუთარი სისუსტეები, სავარაუდოდ, ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს. ნუ ჩაერევით მოვლენების განვითარებაში – შესაძლოა, უსიამოვნებები თავისით გაქრეს. თუ ასე არ მოხდა, რკინის ლოგიკა და კარგი გათვლა დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მორიელი

პასიური დღეა, თუმცა საქმეებს საოცრად ადვილად გაუმკლავდებით. ამ დღეს წარმატების საიდუმლო თქვენს მონდომებასა და კეთილსინდისიერებაში მდგომარეობს. უარს ნურავის ეტყვით დახმარების თხოვნაზე. აქტიურ საქმიანობაში მცირე შესვენება ყველასთვის სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა. თქვენი პატივმოყვარეობა, საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალების სურვილი წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით. შესაძლოა, უეცრად შექმნილი სასიყვარულო პრობლემების მოგვარება გაგიჭირდეთ. პლანეტები გირჩევენ, მოვლენათა მიმდინარეობაში არ ჩაერიოთ – შესაძლოა, მათი უმეტესობა თავისთავად მოგვარდეს.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით თხის რქა მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან შემცირებულია. დილიდან უთანხმოებასა და გაუგებრობებს უნდა ელოდოთ. გამორიცხული არაა, ახლობელ ადამიანებთან ან სამსახურთან დაკავშირებული უსიამოვნო სიახლეები. არსებობს ფულის დაუგეგმავად ხარჯვისა და ფინანსური ზარალის ალბათობა.

მერწყული

სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ერიდეთ გადაღლასა და გაუმართლებელ რისკს. მინიმუმამდე შეამცირეთ საკუთარი ვალდებულებები. თქვენი ემოციურობა და მგრძნობიარობა სექსუალურ სფეროში შეიძლება კამათისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლისას, ერიდეთ მჭრელ საგნებსა და ელექტრომოწყობილობებს.

თევზები

არახელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. შესაძლოა, სამსახურებრივმა პრობლემებმა მთელი დღე წაგართვათ, რაც ოჯახის წევრების უკმაყოფილებასა და პირად ცხოვრებაში გაუცხოებას გამოიწვევს. გირჩევთ, თავი ხელში აიყვანოთ და წვრილმანების გამო არ გაღიზიანდეთ.

 

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები