მენიუ დახურვა

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, კომერციული გარიგებებისა და მსხვილი შენაძენისთვის. სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება მოინდომოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნებები, რომლებიც ბევრ ენერგიას წაგართმევთ და განწყობას საბოლოოდ გაგიფუჭებთ.

კურო

ამ დღეს ქალებს, რომლებიც მთელი კვირა მამაკაცების ყურადღების ცენტრში არიან, გარანტირებული აქვთ ინტენსიური კონტაქტები და შეხვედრები. მამაკაცებს ვურჩევთ, დაგროვილი პრობლემებისგან დროულად გათავისუფლდნენ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისა და თანამოაზრეებთან ერთად გართობისთვის. ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია უმიზეზო კამათი. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, მოთმინება და ტაქტი გამოიჩინოთ. კარგი დროა მოგზაურობისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის.

ტყუპები

მძიმე დღე გელით. ეცადეთ, ნებისმიერ ადამიანს ყურადღებით მოუსმინოთ, ზედმეტი ემოციურობა იმედგაცრუებას ან კამათს გამოიწვევს. ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას და აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას. უარი თქვით ამპარტავნობასა და ეგოიზმზე და პოზიტიურად განეწყვეთ. შესაძლოა, ბოლო დღეების პრობლემებმა ან დაუსრულებელმა საქმეებმა თავი შეგახსენოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, უსიამოვნებებისგან გათავისუფლდეთ და განვლილი ცხოვრების შეფასება სცადოთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან უმიზეზოდ იკამათოთ. მოთმინებასა და ტაქტს თუ გამოიჩენთ, კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. ოჯახს თანდათან შორდებით, ამიტომ ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან მათ პრობლემებზე ისაუბროთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და კომერციულ გარიგებებს წარმატებით შეძლებთ. თქვენთვის დამახასიათებელი გულუხვობა შესაძლოა, სავაჭრო გარიგებების დროს პრობლემების მიზეზი გახდეს. ეცადეთ, მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვებსა და კოლექტიურ საქმიანობას.

ქალწული

მძიმე დღე გელით. კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ახალი იდეები და მოქმედებები შესაძლოა, ამაო აღმოჩნდეს. ურთიერთობაში თავშეუკავებლობა იმედგაცრუებას მოგიტანთ. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და კოლექტიურ ღონისძიებებს. შესაძლოა, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ერიდეთ ცხარე კერძებსა და სპირტიან სასმელებს.

სასწორი

საშიში დღეა. სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მომგებიანი წინადადება ხელიდან გაუშვათ. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო სიახლე გელით. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად შექმნილი სასიყვარულო პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. დრო გჭირდებათ, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ და საკუთარი ძალები შეაფასოთ. შესაძლოა, შორეული ნათესავებისგან ან მეგობრებისგან შეტყობინება მიიღოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა თქვენი შინაგანი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, თუმცა აქტიურ ფიზიკურ დატვირთვასა და კოლექტიურ საქმიანობას უნდა ერიდოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინეთ. თქვენმა გადაჭარბებულმა ემოციებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

მძიმე დღეა. მცდარი წარმოდგენა პარტნიორზე ან სიტუაციის არასწორი შეფასება ფინანსურ ზარალს მოგიტანთ. სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი პრობლემა გელით.

მერწყული

ზნეობრივი განწმენდის დღეა. ორიგინალურობისა და ექსტრავაგანტურობის მოყვარულები შესანიშნავად შეძლებენ საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვას. შესაძლოა, თქვენმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ ამ დღეს არატრადიციული გარემოცვა ან ახალი განცდები მოითხოვოს, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – სხვების გავლენამ შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.

თევზები

ეს დღე დახმარებას, შენდობასა და მოწყალების გაღებას უკავშირდება. შესაძლოა, თქვენი დახმარება კოლეგებს, მეგობრებს ან ახლობლებს სჭირდებათ. თქვენი უანგარობა და ქველმოქმედება შეიძლება ოჯახში უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. ნურავის მოუსმენთ და ისე იმოქმედეთ, როგორც სინდისი გკარნახობთ. ბოლო დღეების უსიამოვნებები თავს შეგახსენებთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და თბილი აბაზანა მიიღეთ, რომ კარგად დაგეძინოთ.

 

Loading...

მსგავსი სიახლეები