მენიუ დახურვა

კახეთში წითელ ნუსხაში შეტანილი რამდენიმე მუხა მოჭრეს

მოჭრილი მუხის ხე

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილი რამდენიმე ერთეული მუხის ხე მოჭრეს. ტყიდან ხეების ნაწილი წაღებული, ნაწილი კი ადგილზეა დატოვებული. 

კონდოლის ტყიდან ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხვის ფაქტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმაც (CENN ) დააფიქსირა. ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი განმარტავს, რომ ხეების გაჩეხვის ტენდენცია მზარდია, შესაბამისად, ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობაც დიდია.

„მოჭრილი 1,5 დიამეტრის მუხა, რომ გაიზარდოს სავარაუდოდ 300 წელი მაინც სჭირდება. ამიტომ აუცილებელია პერიოდულად საინფორმაციო კამპანია ტარდებოდეს“, – ამბობს კახა სუხიტაშვილი.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ კახეთის სატყეო სამსახურში.უწყებაში ფაქტზე მოკვლევის დაწყებას გეგმავენ.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები