მენიუ დახურვა

ქართველმა მოკრივე ქალმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი პირველად მოიპოვა

პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში, ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ქართველმა ქალმა მედალი მოიპოვა. 54 კილოგრამში მოასპარეზე ანა ხუნჯუამ ბრინჯაო დაისაკუთრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელორუს ალექსანდრა კაპროვიჩს სძლია. 


უკეთესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად ნახევარფინალში ანა რუს ანასტასია არტამონოვას შეხვდება. ვლადიკავკაზში მიმდინარე ევროპირველობაზე ნახევარფინალური ბრძოლები 15 მარტს გაიმართება.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები