მენიუ დახურვა

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გივი სიხარულიძეც გაემიჯნა

გივი სიხარულიძე

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა. როგორც ადვოკატმა თქვა, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევის თანახმად, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.

სამეფო ოჯახის ირგვლივ არსებულ სკანდალთან დაკავშირებით მსახიობი გივი სიხარულიძე ამბობს, რომ ‘საქართველო მეფობანამ დაღუპა’. ამასთან, გივი სიხარულიძე დასძენს, რომ მას ‘იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!’. მის კომენტარს ‘პრაიმტაიმი’ ავრცელებს.

‘გინდა სიხარულიძე იყოს და გინდა დარდიმანდიანიძე, არ მაინტერესებს. ჩემთვის მეფე და სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ის, ვინც გონიერია, ჭკვიანია და ჩემ საქართველოს გამოადგება. იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!’, – თქვა სიხარულიძემ.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს. 

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დავით ბაგრატიონის ადვოკატი. დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მას სამი მოსამართლის შემადგენლობით კოლეგიურად განიხილავს. სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მიწვეული აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა. 

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები