მენიუ დახურვა

ნუ დამძრახავთ და დამეხმარეთ, მხოლოდ ტაქსის ფული მაქვს 1 სვლა – ოპერის თეატრის მსახიობი დახმარებას ითხოვს

თბილისის ოპერის თეატრის მიმანსის დასის მსახიობი მაია ტაბაღუა დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

ძვირფასო მეგობრებო გემუდარებით! როგორც იცით დღეს დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ნიუ ჰოსპიტალში (ორთაჭალაში).იქ დავყავით 5 საათზე მეტი და გამოგვიშვეს.

ცოტახანში ისევ დაეწყო ცხვირიდან უხვი სისხლის დენა, რაც გამოიწვია სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მუდმივად მიღებამ, ეს მედიკამენტები კი მუდმივად სჭირდება, რომ ისევ არ დაითრომბოს და არ დაიღუპოს.

მივდივართ კლინიკაში ჩვენი სვლით, რომელიც სავარაუდოდ არ დაფინანსდება. გემუდარებით ნუ დამძრახავთ და დამეხმარეთ, მხოლოდ ტაქსის ფული მაქვს 1 სვლა.

საბანკო რეკვიზიტი:

GE48TB7576345061100013 მიმღები მაია ტაბაღუა MAIA TABAGHUA

ან ტელეფონის ნომრით 591 01 18 06

უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას თქვენი მაია. წერს მაია ტაბაღუა.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები