მენიუ დახურვა

ხაზგასმით ვამბობ, რადგან ახლა არის სათქმელი – რეზო ამაშუკელის კომენტარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

პოეტმა რეზო ამაშუკელმა ობიექტივის ეთერში, ბონდო მძინარაშვილის გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ის დგას ბიძინა ივანიშვილის გვერდით, რაც არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერს ეთანხმება, რაც დღეს ხდება, თუმცა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც მან გააკეთა ქვეყნისთვის.

ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ თავიდან ბოლომდე ვეთანხმები იმას, რაც ხდება. იმასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ, მურუსიძეს ვერასდროს მივიღებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ წუთში გადავყარო წყალში ის, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა დაიწყებს ვიღაც, რომ ვარ მოსყიდული, რა მოსყიდული ვარ მე? კარგად ჩაიხედოს ყველამ თავის ჯიბეში, თავის ცხოვრებასა და საქციელში, მერე მე მომკითხოს, თუ როგორ ვარ მოსყიდული- განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

წყარო: marshalpress.ge

loading…


მსგავსი სიახლეები