მენიუ დახურვა

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავებისთვის. საკუთარ ძალასა და ენერგიას რაციონალურად თუ გამოიყენებთ, ავტორიტეტის ამაღლებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

კურო

შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სტუმრების მიღებისთვის. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ: შეუდექით აგარაკის კეთილმოწყობას ან პარკში გაისეირნეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – შესაძლოა, მათ ისეთი პრობლემა აქვთ, რომელიც თქვენს ყურადღებას საჭიროებს.

ტყუპები

ირგვლივ ქაოსი და არეულობაა, ამიტომ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გმართებთ. მოიცილეთ ეჭვები და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს – ცირკში ან თეატრში წადით ან პარკში გაისეირნეთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მწვერვალზეა, თუმცა გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან პრობლემები შეგიქმნათ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია არასასიამოვნო შეტყობინება, რაც ხასიათს საბოლოოდ გაგიფუჭებთ. ეცადეთ, ნებისმიერ უსიამოვნებას მშვიდად შეხვდეთ, რადგან მალე ყველაფერი შეიცვლება და თქვენი ცხოვრება ისევ უღრუბლო და ჰარმონიული გახდება.

ლომი

ეცადეთ, თავი შეიკავოთ ხანგრძლივი მგზავრობის ან მარტო სეირნობისგან. ეს დღე თვალთვალსა და აგრესიას უკავშირდება. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და მეგობრებთან კამათს.

ქალწული

შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებს წარმატებული დღე ელით. ხელსაყრელი დღეა უფროსთან, მეცენატებთან, საზოგადოებრივ და სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თქვენი აქტიურობა და კომუნიკაბელურობა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ინიციატივა გამოიჩინეთ და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ. კარგი დღეა მოგზაურობისა და სეირნობისთვის.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენი მომატებული სასიცოცხლო პოტენციალი გარშემომყოფებზე დადებითად იმოქმედებს. თამამად იარეთ დასახული მიზნისკენ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში. იზრუნეთ ბავშვებზე – წადით ცირკში ან თეატრში ან, უბრალოდ, ბუნებაში გაისეირნეთ.

მორიელი

შესანიშნავი დღეა ახლობლების დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის. ამ დღეს ყველას თქვენი დახმარება სჭირდება: კოლეგებს, მეგობრებსა და ახლობლებს. კარგი იქნება, თუ გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისა და ინტენსიური თერაპიის კურსებს ჩაიტარებთ. რეკომენდებულია ლოცვა და მედიტაცია.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამორიცხული არაა, რომ ეს დღე პარტნიორს, ოჯახს ან ოჯახურ სიმყუდროვეს მიუძღვნათ. ჯანმრთელობის თვალსაზრისით მძიმე და სახიფათო დღეა. არსებობს მოვლენების ნეგატიურად განვითარების რისკი, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

თხის რქა

ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მომატებულია, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ან უსიამოვნო ამბავი ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, თვითდინებას მიჰყევით და ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ დაუფიქრებლად ნუ დასთანხმდებით, რადგან შედეგები არასახარბიელო იქნება. გირჩევთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. სასარგებლო იქნება წყლისპირას სეირნობა ან აუზზე ვიზიტი. თქვენს სტიქიასთან შეხვედრა უდიდეს შვებასა და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

loading…


მსგავსი სიახლეები