მენიუ დახურვა

ვინ არიან დავით მარღაძის გუნდის წევრები: ძმები გაჩეჩილაძეები, ლაშა ამირეჯიბი, კახა მიქაია…

პოეტი დავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ გუნდის  წევრებს ასახელებს.

“კახა მიქაია, შოთა გლურჯიძე, ლევან და გია გაჩეგილაძეები, ლაშა ამირეჯიბი, ეს ის ადამიანებია,  ვისთანაც უკვე მოვასწარი დაკავშირება.  ყველას  დავუკავშირდები, ვისაც საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაქვს. ვინც  ერთად ვიწყებდი, ვინც სათავეებთან ვიდექით. ყველაფერი წავა ლოგიკით, არა „ქართული ოცნების“ ლოგიკით, არამედ, კაცობრიობის ისტორიაში გამოწრთობილი და გამოცდილი ლოგიკით. რაც მთავარია , გვინდა, შევქმნათ ასპარეზი  ახლგაზრდებისთვის“,  – განაცხადა დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება გოგა ხაინდავასა და კოკა გუნცაძეს, დავით მაღრაძის თქმით, ისინი მისი მეგობრები არიან და მეგობრების გზა, ადრე თუ გვიან, მაინც ერთდება.

დავით მაღრაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის  პირველი შეკრება აპრილში გაიმართება.

შეგახსენებთ, პოეტმა დავით მაღრაძემ 2009 წელს შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის  „დაიცავი საქართველო“ გაცოცხლება დაანონსა.

loading…


მსგავსი სიახლეები