მენიუ დახურვა

მეცნიერები: მზესთან ახლოს საშიშმა ვარსკვლავმა გაიღვიძა

ვარსკვლავი: J1810-197

ბრიტანეთის მანჩესტერის და გერმანიის რადიოასტრონავტიკის უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი მაგნეტერ XTE J1810-197 გააქტიურდა წერს გამოცემა Science Alert. 

ასეთ ვარსკვლავებზე ნეირონული აფეთქებები იწვევს გამოსხივებას, რომელიც აღწევს დედამიწამდე და შეუძლია კოსმოსური აპარატების მწყობრიდან გამოყვანა. Science Alert.

ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავმა J1810-197 რადიო ტალღების გამოსხივება 2018 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. ნეირონულ ვარსკვლავზე დაკვირვება დჯოდრელ-ბენკის ტელესკოპიდან (ინგლისი) ხდებოდა. ბოლოს რადიოგამოსხივება ამ ვარსკვლავზე 2008 წელს დაფიქსირდა. ასევე ვარსკვლავის მოძრაობა 48 დღის განმავლობაში 2,6 -ჯერ გაიზარდა. 

ვარსკვლავი J1810-197 არის ოთხი ანომალური მაგნიტარებიდან ერთ-ერთი, რომელიც რადიო ტალღებს ასხივებს. ამ ტიპის ნეირონული ვარსკვლავებიდან 23 გამოიმუშავებს მაღალ ენერგეტიკულ რადიაციას. ვარსკვლავი აღმოაჩინეს 2003 წელს დიდი რენტგენული ამოფრქვევის შემდეგ. შემდეგ ვარსკვლავზე რედგენულმა გამოსხივებამ შემცირება დაიწყო და 2008 წელს ისევ გამოჩნდა. 

ვარსკვლავი J1810-197 დედამიწიდან 10-13 ათასი სინათლის წელიწადითა არის დაშორებული. მეორე მაგნეტარი SGR 1900+14 მზისგან 20 ათასი სინათლის წელიწადით. თუმცა ამ ვარსკვლავზე ამოფრქვევა მაინც შთამბეჭდავი იყო და 1998 წელს ატმოსფეროს ზედა ფენების იონიზაცია გამოიწვია. 

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები