მენიუ დახურვა

(ვიდეო)-"ეს მავთულხლართი სახეზე გადავიჭიმო?!" – შელაპარაკება ხურვალეთთან შეკრებილებსა და პოლიციას შორის

ხურვალეთის გზაზე პოლიციის საგუშაგოსთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები და სხვა აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. საგუშაგოსთან ცოტა ხნის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.კერძოდ, საგუშაგოსთან გია ბარამიძე, კობა ხაბაზი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ბასიშვილი და სხვები მივიდნენრამდენიმე წუთის წინ შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, საგუშაგოს ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე სოფელ ხურვალეთში ჩასვლის და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ.ამ დროისთვის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.ავტორი: ია თინიკაშვილი

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები