მენიუ დახურვა

უცნობი: "მე და ჩემმა ძმამ ვიკონფლიქტეთ, ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს"

გადაცემაში “პირველები” მომღერალმა გია გაჩეჩილეძემ მისი და მისი უფროსი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა:

“ცოტა ვიკონფლიქტეთ მე და ლევან გაჩეჩილაძემ ამ თემაზე, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა პოლიტიკაში. ლევანი მყარად იმ აზრზეა, რაც ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა. ის ამ ეტაპზე არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. თან იავადმყოფა, ოპერაცია გაიკეთა.

იმიტომ კი არ ვთხოვ მე, რომ იდეაფიქსი მაქვს, პოლიტიკაში დაბრუნდეს, უბრალოდ, ის სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ იმდენად ეზიზღება ეს სფერო, რომ დღეს ასე ფიქრობს”, – განაცხადა უცნობმა.

loading…


მსგავსი სიახლეები