მენიუ დახურვა

გარკვევით ვთქვი, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ – ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისს განცხადებით, სოფელ დიდ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„დღეს გარკვევით ვთქვი, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვინც ავრცელებდა, არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდა თუ არაშეცნობით, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავდა. რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია და როდესაც შეიარაღებული ადამიანები დასახლებულ პუნქტებთან და ფაქტობრივად გაყოფილ სოფელში ახლოს ჩნდებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობისათვის ეს შეიძლება შეშფოთების საფუძველი იყოს. მაგრამ იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ  საქართველოს სამართალდამცველები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს. ამიტომ, განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა, რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები