მენიუ დახურვა

ქაცარავას მეუღლე: "გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა"

სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილი დავით ქაცარავას აკრიტიკებს და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. დავით ქაცარავას მეუღლემ, სოფო ხაჭაპურიძემ ამ ადამიანებს ფეისბუქით გასცა პასუხი:

“გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა… ყველა, სათითაოდ დავათვალიერე, ვინც დათოზე წერდა, იტყუება, არაფერი ხდებაო, ყველა გორელია! ვინ დაგარიგათ ასე ერთი ტექსტით? გორის მერმა? გამგებელმა? თამაზა მჭედლიძემ? ეს იმას ჰგავდა, ერთი მერისგან მოპარული ტექსტით ახალ წელს რომ ულოცავდა მეორე მერი…

რატომ გავიდნენ უკან რუსები? ზუსტად იმიტომ, რომ ატყდა ამბავი! რომ გავიდნენ, მერე შეუშვეს ჟურნალისტებიც. დიახ, ადგილი არ ჰქონია ინციდენტს, ვერც ექნებოდა, რუსები ერთმანეთს ხომ არ დასცხებდნენ?

აქამდე რომ გადმოდიოდნენ და ხალხს იტაცებდნენ, ეს ყველას დაავიწყდა, ნაცემი მაია ოთინაშვილი დაავიწყდა ყველას. ირაკლი კვარაცხელია მოკლეს რამდენიმე დღის წინ… ამაზე მეტი ინციდენტები რაღა გინდათ?

და სიტყვა “პროვოკაციის” მნიშვნელობა რომ არ იცით, ნუ აბრეხვებთ დათოსთან მიმართებაში აქ ზოგიერთი ტვინიკოსა კლავიატურის ვირტუოზები…

პოსტი საჯაროა და კითხვებიც დაწერეთ თუ გაქვთ აქვე კომენტარებში. ამ ბულინგსაც გადავიტანთ მშვიდად და გადასარევად”, – დაწერა სოფო ხაჭაპურიძემ.

loading…


მსგავსი სიახლეები