მენიუ დახურვა

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კოსმოსური ენერგიის ათვისების, დასვენებისა და სულიერი წონასწორობის მოპოვების დღეა. ძლიერდება აურა, სასიცოცხლო პოტენციალი და სექსუალურობა. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის, შემოქმედებითი ძიებისა და ინტიმური ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემები.

კურო

ბედი გამოცდას გიწყობთ. ნებისმიერი საქმე გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ვარაუდობდით. ნუ გადაიღლებით. მიზნის მისაღწევად თქვენმა მონდომებამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ. ნუ ცდილობთ კედლის „თავით დანგრევას“, როცა შემოვლითი გზებიც არსებობს. თქვენთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი ჩახლართული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

შესაძლოა, დაუსრულებელმა საქმეებმა პრობლემები შეგიქმნათ. ნათესავები თქვენს ყურადღებას ითხოვენ – შესაძლოა, რომელიმე მათგანი საავადმყოფოში მოხვდეს. ქალებო, ამ დღეს იზრდება თქვენი მომხიბვლელობა და სექსუალური ენერგია. მამაკაცებში კი დაღლილობამ და საკუთარი თავით უკმაყოფილებამ შეიძლება იმედგაცრუება ან აგრესია გამოიწვიოს.

კირჩხიბი

თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროებით შორეულ მოგზაურობაზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოთ. ეცადეთ, საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ცვლილებები ღირსეულად უნდა მიიღოთ, თორემ დღის ბოლოს განწყობას გაიფუჭებთ.

ლომი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და მომხიბვლელობა იმატებს. ხელსაყრელია მეგობრებთან ურთიერთობა, სასიყვარულო პაემნები, შემოქმედებითი ძიება და ინტიმური ურთიერთობა. ნებისმიერ საქმეში კონცენტრაცია მთავარზე მოახდინეთ და წვრილმანებზე ნუ მოცდებით.

ქალწული

რთული დღეა, რომელიც გადაუჭრელი პრობლემების ნიშნით ჩაივლის. პარტნიორებთან მოლაპარაკებები გართულებულია და უშედეგოდ ჩაივლის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რაც შენაძენს ან ოჯახურ საქმეებს უკავშირდება.

სასწორი

დაძაბული დღეა. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ძველებურად გაღელვებთ. მეუღლეებს შორის მოსალოდნელია ეჭვიანობის სცენები ან ფულთან დაკავშირებული კამათი. ეცადეთ, საკუთარ მოთხოვნებს კრიტიკულად შეხედოთ. საბოლოო არჩევანის გარეშე მდგომარეობა უფრო გაუარესდება და სკანდალში გადაიზრდება, რაც შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია ტრავმები და ჯანმრთელობის გაუარესება.

მორიელი

ფინანსური გარიგებებისთვის ხელსაყრელი დღეა. ამჟამად ყველა საქმე, ასე თუ ისე, ფულს უკავშირდება: ვალის აღება ან გაცემა, შემოსავლის ძებნა და ახლობლების დახმარება მოგიწევთ. შესაძლოა, ოჯახში სიტუაცია დაიძაბოს, რაშიც დამნაშავე თქვენ იქნებით. გირჩევთ, პატიება ისწავლოთ.

მშვილდოსანი

დაძაბული დღეა, რომელიც არასწორი ინფორმაციის მიღებას, წყენასა და გაუგებრობას უკავშირდება. სამსახურმა, რომელიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს ან თქვენმა მცდელობამ, გარშემომყოფთა თვალში წარმატებას მიაღწიოთ, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. ნუ იჩქარებთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და სეირნობისთვის.

თხის რქა

რთული დღეა. ურთიერთგაგება თითქმის არ არსებობს, ამიტომ პარტნიორებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რაც შენაძენს ან ოჯახურ საქმიანობას უკავშირდება.

მერწყული

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. ერიდეთ ურთიერთობას მუდმივად უკმაყოფილო და მოსაწყენ ადამიანებთან. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები: თავს შეგახსენებენ ძველი ვალები ან ახლობლებს თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდებათ.

თევზები

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სტრესები და მოუსვენრობა. უახლოეს ხანებში ფინანსური შემოსავლის იმედი ნუ გექნებათ. ეცადეთ, ეკონომიურად იცხოვროთ და პრობლემებს მშვიდად შეხედოთ. გირჩევთ, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებთან იკონტაქტოთ. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მძიმე და ხანგრძლივი იქნება.

loading…



მსგავსი სიახლეები