მენიუ დახურვა

ნაფიცმა მსაჯულებმა ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები გაამართლეს

ნაფიცი მსაჯულები საქართველოში

ნაფიცმა მსაჯულებმა დავით ქმოსტელის, იგივე „ძივითას“ მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ეს ნიშნავს, რომ მსაჯულებმა საქმეში ბრალდებული ლევან ყანდორელაშვილი და გიორგი ჭალელიშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.

ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დავით ქმოსტელი, იგივე „ძივითა“ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, ოთხ თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იყო.

მკვლელობიდან მეორე დღეს სამართალდამცვლებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა დავით ქმოსტელის, იგივე „ძივითას“ მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ეს ნიშნავს, რომ მსაჯულებმა საქმეში ბრალდებული ლევან ყანდორელაშვილი და გიორგი ჭალელიშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.

ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დავით ქმოსტელი, იგივე „ძივითა“ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, ოთხ თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იყო.

მკვლელობიდან მეორე დღეს სამართალდამცვლებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.