მენიუ დახურვა

ერთხელ ზაზამ ასეთი რამ მითხრარა უნდა მეთქვა? შემრცხვა, რა მნიშვნელობა აქვს რომელ მხარეს ვარ? მაინც იმ საზოგადოების ნაწილი ვარ

მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში წმოციურ წერილს ავრცელბენ:

ზაზას მოსიარულე სიყვარული დავარქვით და ეს ტყუილად არ შეგვირჩევია მისთვის. თითოეულ სიტყვაში თუ ქმედებაში სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა მისი მხრიდან. მიუხედავად ტკივილისა, პატარასთან პატარა, დიდთან დიდი და ბრძენთან ბრძენია! ასეთია, რამდენიც არ უნდა ეცადონ მაინც უბოროტო, კეთილი და მოსიყვარულეა. არა ერთხელ უთქვამს დიდი ძალა თქვენში, ახალ თაობაში არისო! ვეთანხმები და მჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ჩვენ შევცვლით მომავალს უკეთესობისკენ!

ერთხელ საუბრისას ასეთი რამ მითხრა: ადამიანები ძალიან გვიან ხვდებიან თავიანთ დაშვებულ შეცდომებს. ან გარემოება უქმნის შეცდომის დაშვებას!ერთი რაც მთავარია არ არსებობს შეცდომა, რომელიც არ გამოსწორდება გარდა ადამიანის და არამარტო ადამიანის,ნებისმიერი გარდაცვლილის გაცოცხლებისა.
სიტყვას მხოლოდ ვაჟკაცები ასრულებენ და არაკაცობა და სიტყვის არ შესრულება ლაჩართა ხვედრია.
დათოს არ უყვარდა უსიტყვო კაცი.

რა უნდა მეთქვა? შემრცხვა!
რა მნიშვნელობა აქვს რომელ მხარეს ვარ? მაინც იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელ საზოგადოებამაც შვილი მოუკლა და მერე უმოწყალოდ გაიმეტა დიდი განსაცდელისთვის!

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები