მენიუ დახურვა

პოლიციელებს ყოფილი სამართალდამცველის შვილმა ესროლა? – რა მოხდა გურიაში

გურიაში, სამართალდამცველების მიმართ განხორციელებული გასროლისთვის პოლიცია ყოფილი სამართალდამცველის თანამშრომლის შვილს, 21 წლის ირაკლი თავდიშვილს ეძებს. ფაქტს მისი ნათესავებიც ადასტურებენ.

შემთხვევა ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში 19 მარტს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მანქანა გადამოწმების მიზნით, დაახლოებით ღამის 11 საათზე გააჩერა. მგზავრმა კი პოლიციის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ძიმითში მომხდარის დეტალებზე ადგილზე მყოფი სამართალდამცავები არ საუბრობენ. “კურიერის” ცნობით, სოფელში სროლის ხმა ბევრმა გაიგო, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ დეტალები არ იციან.

Loading…


მსგავსი სიახლეები