მენიუ დახურვა

რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? – კულუარული ინფორმაცია ნაცმოძრაობიდან

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ზუგ­დი­დის ამომ­რჩე­ველს მე­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ში, სან­დრა რუ­ლოვ­სის კან­დი­და­ტუ­რას შეს­თა­ვა­ზებს. მე­რო­ბის კან­დი­და­ტად ყო­ფილ პირ­ველ ლე­დი­ზე პარ­ტი­ა­ში ფსონს იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც დე­ბენ, რომ რუ­ლოვსმა ზუგ­დი­დის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პირ­ველ ტურ­ში “ოც­ნე­ბის” კან­დი­დატ­თან თა­ნა­ბა­რი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­აგ­რო­ვა, რის გა­მოც მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნა.

თუმ­ცა, რუ­ლოვსმა, რო­მე­ლიც მა­შინ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” სიის მე­ო­რე ნო­მე­რი იყო, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რუ­ლოვ­სის კან­დი­და­ტუ­რის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი დატ­რი­ალ­და. ნა­ცმოძ­რა­ო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ პირ­და­პირ პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე (რო­მელ­საც რუ­ლოვ­სიც ეს­წრე­ბო­და) შე­ი­ტყო, რომ ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ზუგ­დი­დის მე­რად იყ­რი­და კენჭ­ს.

პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე სკა­ი­პით ჩა­ერ­თო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც მე­ლი­ამ ჰკი­თხა, ნორ­მა­ლუ­რი იყო თუ არა, რომ მან მხო­ლოდ შეკ­რე­ბა­ზე გა­ი­გო რუ­ლოვ­სის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მა­ნამ­დე არა­ვინ არა­ფე­რი უთხრა. სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „ეს იყო 2016 წლის ამ­ბე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა“.

2016 წელს კი სა­ა­კაშ­ვილ­მა და მე­ლი­ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას იჩხუ­ბეს. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა დროს ასე­ვე ჰქონ­დათ “გა­წევ-გა­მო­წე­ვა” ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მე­ლი­ამ ამის აფი­ში­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. კერ­ძოდ, ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ რამ­დე­ნი­მე თა­ნა­გუნ­დელს მო­ას­მე­ნი­ნა მისი და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩხუ­ბის პე­რი­პე­ტი­ე­ბი, რა­მაც ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია…

თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2016 წელს აღარ გა­ამ­წვა­ვა ვი­თა­რე­ბა, რად­გან პარ­ტია ეშ­ლე­ბო­და, მა­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­მო­ე­ყო უგუ­ლა­ვა-ბო­კე­რია-ბაქ­რა­ძის ტრიო, რო­მელ­მაც „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ირ­ქვა. 

სხვა­თა შო­რის, „ნა­ცი­ო­ნალ­თა“ გარ­კვე­ულ გუნდს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ სწო­რედ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას ხილ­ვა სურ­და, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რას და­უ­ჭი­რა მხა­რი. შე­საძ­ლოა, ეს ისევ 2016 წლის ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა იყოს, ან რა­ი­მე ტაქ­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი და შე­საძ­ლოა, ორი­ვე ერ­თად…

ამბები.ჯი

loading…


მსგავსი სიახლეები