მენიუ დახურვა

ახალქალაქის ინციდენტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სასამართლო

ახალქალაქში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე 5 დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალქალაქის სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ხუთივე დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

დაკავებულებს, მათ შორის დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილსა და ძმას, პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარუდგინა. გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს, შემდგომში კი ძალადობაზე გადაკვალიფიცირდა.

წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება მკოიანის შვილი.მან თავისი პოზიცია გამოძიებას უკვე გააცნო. 

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა.

დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა

ახალქალაქში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე 5 დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალქალაქის სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ხუთივე დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

დაკავებულებს, მათ შორის დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილსა და ძმას, პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარუდგინა. გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს, შემდგომში კი ძალადობაზე გადაკვალიფიცირდა.

წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება მკოიანის შვილი.მან თავისი პოზიცია გამოძიებას უკვე გააცნო. 

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა.

დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდაწყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.