მენიუ დახურვა

განუკურნებელი კიბოს გაჩენის მიზეზი დასახელდა

კიბო

ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რატომ ხდება ისე, რომ ერთი და იმავე მკურნალობის კურსისას კიბოს ერთი და იმავე გენის უჯრედების რეაქცია განსხვავებულია. ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.

აღმოჩნდა, რომ წამლის მიმართ რეზისტენტულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის დიდი რაოდენობით მიტოქონდრია, რომელიც ორგანიზმში ენერგიას გამოიმუშავებს.

მეცნიერებმა კიბოს უჯრედებზე სხვადასხვა პრეპარატის კონცენტრაცია მოახდინეს, რომლებიც აპოპტოზის ინიცირებას ახდენენ. აპოპტოზი პროგრამირებადი უჯრედოვანი სიკვდილია, რომლის შედეგადაც უჯრედი ფრაგმენტირდება ცალკეულ აპოპტოტიკურ სხეულაკებად, რომლებიც შეზღუდულია პლაზმური მემბრანით. დაღუპული უჯრედის ფრაგმენტები, როგორც წესი, სწრაფად, საშუალოდ 90 წუთში, ფაგოციტირდება მაკოფაგების ან მეზობელი უჯრედების მიერ, რითიც გვერდს უვლის ანთებითი რეაქციების განვითარებას. აპოპტოზის მორფოლოგიურად რეგისტრირებადი პროცესი გრძელდება 1-3 საათს. აპოპტოზის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა დეფექტური, დაზიანებული, მუტანტური, ინფიცირებული უჯრედების განადგურება.

ცნობილია, რომ მიტოქონდრიამ შეიძლება ამ პროცესის კატალიზატორის როლი შეასრულოს, ვინაიდან ის აწარმოებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც აზიანებენ პროტეინებს, ლიპიდებსა და დნმ-ს. ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები ასევე აპოპტოზის ინიცირებას იწყებენ.

აღმოჩნდა, რომ კვლევისას ის უჯრედები გადარჩნენ, სადაც დიდი რაოდენობით იყო მიტოქონდრია. მეცნიერთა აზრით, ეს კვლევები ხელს შეუწყობს მომავალში კიბოს უფრო ეფექტიან მკურნალობას.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები