მენიუ დახურვა

ქედაში კარიერის აფეთქების საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

შემთხვევის ადგილი

ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქებისას გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული. საგამოძიებო უწყება თურქეთის სამ მოქალაქეს ფეთქებადი ნივთიერების უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოყენებას ედავება.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ისინი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ და რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. 

6 წლის ბიჭი 31 ოქტომბერს კარიერის აფეთქების დროს გასროლილმა ქვამ იმსხვერპლა. იგი აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იმყოფებოდა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.