მენიუ დახურვა

“FOX NEWS-ის სტატია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის დახმარებით მოვიდა”- სალომე სამადაშვილი

‘FOX NEWS-ის სტატია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის დახმარებით მოვიდა’- აღნიშნული განცხადება ‘ნაციონალური მოძრაობის’ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ძალიან შემაშფოთებელია ის რომ ამ შიდა დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში რუსეთთან კავშირებს რაც შეეხება, ფაქტობრივად პირდაპირ არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, როგორც პუტინის მოკავშირე საქართველოში.

‘შეიძლება ითქვას, რომ ჰილარი კლინტონს მისი მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ იმაში,რომ მას ჰქონდა კავშირი არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილთან. პირდაპირ არის საუბარი იმაზე,რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას საქართველოში ხელი შეუწყო რუსეთმა.

როგორც ჩანს ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია ის, რომ კლინტონს სავარაუდოდ შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ამ ინფორმაციით სააშკარაოზე გამოვიდა ის, რაც დიდი ხანია კულუარებში ითქმება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსავლის უკან რეალურად დგას რუსული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში,’- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავლენიანი ამერიკული ტელეარხის ონლაინ გამოცემამ ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები მოიპოვა. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.


წყარო: newpost

Loading…


მსგავსი სიახლეები