მენიუ დახურვა

მეცნიერებმა დაადგინეს, რა შემთხვევაში ზრდის ხილის წვენი დიაბეტის რისკს

ბევრი ჩვენგანი მიიჩნევს, რომ ხილის ახლადგამოწურული წვენებით ვიტამინების მეგა დოზის მიღებაა შესაძლებელი.

სიმართლეა თუ არა ეს და რა გავლენას ახდენს ხილის წვენი სისხლში ინსულინის და შაქრის მოცულობაზე? – ამ თემას BBC-იმ ვრცელი სტატია მიუძღვნა.  

საგულისხმოა, რომ ხილის წვენებზე მოთხოვნა მზარდია. 2016 წელს აშშ-ის ხილის და ბოსტნეულის წვენების ბაზრის მოცულობა 154 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ ფონზე საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა ახლადგამოწურული წვენები?  

ფრუქტოზა (ბუნებრივი შაქარი) ყველა ხილში და წვენშია. ეს ნაკლებად აყენებს ზიანს ჯანმრთელობას თუ ზედმეტი კალორიების მიღება არ მოხდა. უჯრედს ყველა ხილი შეიცავს და მასში არის შაქარი, ამიტომ ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას სჭირდება დრო, რომ ეს უჯრედები გადაამუშაოს, რის შემდეგაც ფრუქტოზა სისხლში ხვდება. მაგრამ ხილის წვენის შემთხვევაში ეს ასე არ არის.  

155 კვლევის გაანალიზების შემდეგ ტორონტოს უნივერსიტეტის ჯანმრთელი კვების ფაკულტეტის დოცენტმა განაცხადა, რომ პროდუქტები, ხილი და წვენები, რომელსაც ჯანსაღად მივიჩნევთ ტკბილეულის და გაზიანი სასმელის მსგავსად დიაბეტის და იშემიური დაავადების წარმოქმნის რისკს შეიცავს.  

კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როცა საკვები კალორიული იყო და შ​ეიცავდა ფრუქტოზას წვენს, სისხლში სწრაფად იცვლებოდა შაქრის და ინსულინის დონე, რაც სასარგებლო არ არის. 

მაგრამ მაშინ, როცა საკვებში კალორიები არ იყო რეკომენდირებულ ზღვარზე მაღალი, ახლად გამოწურული წვენების მიღებას თავისი დადებითი შედეგები ჰქონდა.მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში 150 მილილიტრი ხილის წვენი დასაშვები ნორმაა. 

მეცნიერებმა დაასკვნეს რომ ხილის წვენები შესაძლოა დიაბეტის გამომწვევი მიზეზი გახდეს მაშინ, თუ საკვები კალორიული იქნება. კვლევებმა აჩვენა, რომ რისკს ზრდის ასევე დღის განმავლობაში დადგენილი კალორიის ნორმა (ქალებისთვის 2000, ხოლო კაცებისთვის 2500 კალორია). 

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები