მენიუ დახურვა

მამუკა ხეცურიანის დაკავების გამო ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია დააჯილდოვეს

გიორგი გამსახურდიას დაჯილდოება

პოლონეთის ტერიტორიაზე 20-დან 21 ოქტობბრის ღამით მომხდარ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მამუკა ხეცურიანის დაკავებისთვის შექმნილი პოლონეთ-უკრაინა-საქართველოს ერთობლივი საპოლიციო ჯგუფის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშე , საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია დააჯილდოვეს დაკავების ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ „აიპრესი“ იუწყება.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეჭვმიტანილი უკრაინის დედაქალაქში დაკავეს. ამჟამად დაკავებულის პოლონეთში ექსტრადიციის საკითხი განიხილება, – აცხადებს უკრაინის ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარის სერგეი კნიაზევის და პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის კომენდანტის პირველი მოადგილის ანჟეი შიმჩიკის სახელით ვიაჩესლავ აბროსკინმა უცხოელ პოლიციელებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საპატიო ჯილდოები გადასცა.

თავის მხრივ, პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერმა აგრეთვე გადაუხადა მადლობა უკრაინელ და ქართველ პოლიციელებს მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, ლოძში 28 წლის პაულინა დინკოვსკას მკვლელობის ფაქტზე 2 ქართველი დააკავეს, მესამეზე კი ძებნა გამოცხადდა.

გოგო 20 ოქტომბერს გაუჩინარდა და მისი ცხედარი 6 დღის შემდეგ იპოვეს.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.