მენიუ დახურვა

ლივერპული-მილანის მატჩში რომელშიც კახა კალაძემაც ითამაშა ინგლისელებმა 3-2 გაიმარჯვეს

მილანისა და ლივერპულის ლეგენდების კიდევ ერთხელ სანახავად, ფეხბურთის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ. მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლივერპულელ გულშემატკივრებში. შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდა. ‘ენფილდზე’ ლივერპულში პირველ რიგში 2005 წელი და მოგებული ფინალი ახსოვთ. ვეტერანი ფეხბურთელები მთავარ მეტოქესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლივერპულში შეიკრიბნენ.

განსხვავებით 2 ლეგენდარული ფინალური შეხვედრისგან ენფილდზე მიმდინარე საფეხბურთო მატჩი საქველმოქმედოა. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ლივერპულის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. მატჩში თბილისის მერი და მილანის ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე მონაწილეობს. ქართველ ფეხბურთელს იტალიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული. ლივერპული – მილანის ვეტერანების საქველმოქმედო თამაში, ‘ენფილდზე’ შეკრებილი მაყურებლების გასახარად, მათი საყვარელი გუნდის, ლივერპულის გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები