მენიუ დახურვა

ბათუმში გარდაცვლილი გოგონას ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი ქალის მკურნალი ექიმის, სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და აჭარის პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები