მენიუ დახურვა

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სახლშიც და სამსახურშიც დაძაბული და არასტაბილური გარემოა, რაც ძალიან გაღიზიანებთ. პროფესიონალური საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია სიტუაციის სუბიექტური შეფასება ან ცრუ მოლოდინები. გირჩევთ საკუთარი ქმედებები კრიტიკულად შეაფასოთ.

კურო

ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. საქმეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, პირველივე მცდელობაზე გაართმევთ თავს. თქვენი აქტიურობა სწრაფ შედეგს მოიტანს. მამაკაცებმა შესაძლოა მომგებიანი წინადადება მიიღონ. ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, რადგან შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. გირჩევთ სხვების რჩევებს ნაკლებად დაუჯეროთ და მხოლოდ ინტუიციას ენდეთ. ქალებს პარტნიორებთან ჰარმონიული ურთიერთიბა აეწყობათ.

ტყუპები

ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. მხარდაჭერას და გაგებას მიიღებთ ადამიანებისგან, რომლებიც მოკავშირეებად არ მიგაჩნდათ. ოჯახური პრობლემები თქვენგან მნიშვნელოვან ხარჯს მოითხოვს. კარგი დროს იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ ან ბოლოს და ბოლოს ბუნებაში გაისეირნოთ – ეს თქვენთვის და ბავშვებისთვის სასარგებლო იქნება. ბავშვებთან ურთიერთობა განწყობას გაგიხალისებთ და  პრობლემებს დაგავიწყებთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. გირჩევთ შეწყვეტილი ურთიერთობები განაახლოთ. შესაძლოა, საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ. კარგი იქნება, თუ შვებულებას და მოგზაურობას დაგეგმავთ. ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ. თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ.

ლომი

გამორიცხული არაა, რომ პროფესიულ საქმიანობაში გარეშეთა გავლენას ან სუბიექტურ შეფასებას იმედგაცრუება მოჰყვეს. მშვიდად და უკომპრომისოდ მოქმედება დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგცემთ.

ქალწული

უკიდურესად ნეგატიური დღეა. ვასკვლავების განლაგება პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობაზე მეტყველებს. ადამიანებისგან, რომლებიც მოკავშირეებად მიგაჩნდათ, მოსალოდნელია უწესო ქმედება ან ღალატი. გაითვალისწინეთ, რომ დაუსრულებელი საქმეები და შეუსრულებელი მოვალეობები ფინანსურად დაგაზარალებთ და პარტნიორთან ურთიერთობას გაგირთულებთ. ოკახური პრობლემები ისევ პირველ ადგილზეა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით უამრავ პრობლემას გაუმკლავდებით. ერთად დასვენება ოჯახურ ურთიერთობას გააუმჯიბესებს და ურთიერთგაგებას გაზრდის.

მორიელი

ეს დღე გამოცდას მოგიწყობთ. სამსახური თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას, სწრაფ რეაქციას და გონუვრულ მოქმედებას მოითხოვს. ემოციური გადაღლილობის მიუხედავად, ყველა წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ. არასტანდარტული აზროვნება საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. ადამიანებისგან, რომლებსაც საკუთარ მოკავშირეებად არასოდეს თვლიდით, გაგებას და მხარდაჭერას იგრძნობთ. სამსახური თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ორგინალური აზროვნება, ექსტრავაგანტული მოქმედება და საქმის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება თქვენს პირად ცხოვრებას დღესასწაულად აქცევს.

თხის რქა

ვარსკვლავების განლაგება გაფრთხილებთ, რომ გარშემო მყოფ ადამიანებთან უამრავი პრობლემა გელით. ახლობელი ადამიანებისგან მოსალოდნელია უწესო მოქმედება ან ღალატი. გაითვალისწინეთ, რომ თუ კომპრომისზე არ წახვალთ, სიტუაცია შეიძლება უკიდურესობამდე გამწვავდეს.

მერწყული

წარმატებამ შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ, ამიტომ ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს და უხეშობას, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ. სასიყვარულო საქმეებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. სავარაუდოდ, ძველი პარტნიორებს შორის ურთიერთობა წყენის გამო დაიძაბება.

თევზები

კრიტიკული დღეა. უსიამოვნო შეტყობინების გამო დაძაბულობა მაქსიმალურად მოიმატებს. ავადმყოფებს შესაძლოა მდგომარეობა კრიზისამდე გაურთულდეთ. სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას მხოლოდ ოპტიმიზმის და ძალების მაქსიმალურად მობილიძების შედეგად შეძლებთ.

 

loading…


მსგავსი სიახლეები