მენიუ დახურვა

მეცნიერები: ადამიანებს შეუძლიათ მაგნიტური ველი იგრძნონ

ადამიანის სხეულს აქვს უნარი იგრძნოს მაგნიტური ველი, რომელიც ადამიანმა მემკვიდრეობით ცხოველთა სამყაროსგან მიიღო. მაგრამ ევოლუციის შედეგად ამ მექანიზმმა დეგრადაცია განიცადა, წერს – techcult-ი კალიფორნიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით. 

ხუთი ბაზისური გრძნობის გარდა, ადამიანს აქვს რამდენიმე ათეული შინაგანი „სენსორი“, რომლეიც გარემოს მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე რეაგირებენ. გარემოს ძირითადი სიგნალების აღქმა ხდება სპონტანურად, ინტუიციით. ამიტომ ადამიანებმა არ იციან, თუ რა უნარები აქვთ. მაგნიტური ველის შემთხვევაში ეს არის ტვინის აქტივობის ამოფრქვევა, რაც მის გარშემო მაგნიტური გარემოს ცვლილების მიზეზია. 

მეცნიერები კონცენტრირდნენ ალფა-რიტმის ცვლილებაზე. მისი სტაბილური მაღალი დონე უტოლდება ტვინის მოუსვენრობას. თუ ტვინმა რამეზე უნდა მოახდინოს რეაქცია ალფა -რიტმი იცვლება. 

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა 34 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც სხვადასხვა რასას მიეკუთვნებოდნენ და განსხვავებული სქესი,ასაკი და ფიზიკური განვითარება ჰქონდათ. მეცნიერებმა მათი სრულიად იზოლირება მოახდინეს. ექსპერიმენტის დროს, მათ გარშემო მაგნიტური ველის გარდა არც ერთი პარამეტრი არ იცვლებოდა.  

1 საათის განმავლობაში ექსპერიმენტში მონაწილეები აიძულეს რომ განერვიულებულიყვნენ. ყველა შემთხვეაში, როცა მაგნიტური ველის ვექტორი იყო გადახრილი დაბლა, ალფა-რიტმის ცვლილება ფიქსირდებოდა. ტვინი რეაგირებდა ამ ფაქტორზე. მაგნიტური ველი ასეთ მდგომარეობაშია დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. 

მეცნიერები ამბობენ, რომ მიღებული შედეგების გამყარების მიზნით, ანალოგიური კვლევა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროშიც უნდა ჩაატარონ. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები