მენიუ დახურვა

ღია კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

მზად ხართ გაატაროთ დასვენების დღეები კოსმოსში? ჯერჯერობით, ამ თემაზე ყველაზე სწორი კითხვაა: ეს უკვე შესაძლებელია? – წერს BBC.

2018 წლის აპრილში, კონფერენციაზე Space 2.0 , რომელიც სან-ხოსეში (კალიფორნიაში) ჩატარდა, გაირკვა რომ Aurora Station -ი ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა. 

Aurora Station -ის სტუმრები იცხოვრებენ დიდი სივრცის მქონე ოთახში და 12 დღის განმავლობაში დედამიწის ხედებით დატკბებიან. ასევე ნახავენ ისეთ ატმოსფერულ მოვლენას, როგორიცაა ჩრდილოეთის ნათება. 

Aurora Station -ის ორბიტაზე გაშვება 2022 წელს იგეგმება. ყველაზე იაფი ბილეთის ფასი ერთ პერსონაზე 9,5 მილიონი დოლარია. 

როგორც კომპანია Orion Span-ის წარმომადგენლები აცხადებენ, უკვე მსურველების ვრცელი რიგი დგას. ამ დროისათვის ადგილები 7 თვის განმავლობაში წინასწარ არის დაჯავშნილი. 

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები