მენიუ დახურვა

“სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდა,ძალიან უჭირდათ ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისშიო” – ვინ არის ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მშენებლობაზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა, რასაც ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეხანძრე–მაშველებმა 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მეორე გარდადაცვლილს კი ამ დრომდე ეძებენ. ჟურნალისტი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ბიჭზე წერს.

‘ახალგაზრდააო, სულ რაღაც 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს იმ ბიჭზე….

სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში სადაც, ყველგან თხრიან,….. სადაც ყველგან შეიძლება გათხარო. იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ…. ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით .

აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო ‘ – წერს აბრამია.

მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ძებნის პროცესში გეომორფოლოგების ჯგუფი დაეხმარება.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



წყარო: newpost

loading…


მსგავსი სიახლეები