მენიუ დახურვა

რატომ ვერ გაიარა პეკინზე, კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება?

ტექინსპექტირების ჯგუფი Greenway-დან დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია. როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე: Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო სურათი დახვდათ. „პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა’, – ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც, „გრინვეიში’ აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.
პერკინზე, კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა.

პეკინზე, კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა.

Опубликовано Greenway – გრინვეი Понедельник, 1 апреля 2019 г.
აღნიშნული ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა „გრინვეიმ’ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა. წყარო: newpost
Loading...

მსგავსი სიახლეები