მენიუ დახურვა

ლადო აფხაზავა: „ყველაზე სამწუხაროა, რაც რამდენიმე თბილისელმა მასწავლებელმა იკადრა“

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მონაწილე და საბოლოო ათეულის მონაწილე ლადო აფხაზავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი წარმატების და ასევე იმ ბულინგის შესახებ საუბრობს, რომლის მსხვერპლიც პოპულარობის მოპოვების შემდეგ გახდა.

„იმდენი რამ წავიკითხე და ჩემზე ისეთები გავიგე, სიცილიც აღარ შეგვეძლო. მე სკოლაში სიტყვის თავისუფლებას ვასწავლი და, კი ბატონო, ნებისმიერ პირს, ვინც სოციალური ქსელით თავის ჭიას ახარებს, ნებისმიერი რამის დაწერა შეუძლია. გულთან ახლოს არ მიმიტანია და ოდნავადაც არ მინერვიულია. სასწაულებს წერდნენ, შეურაცხყოფას ბევრი იყო, მაგრამ ერთი კომენტარიც არ გამიკეთებია. მარტო მე კი არა, მთელ საქართველოს მიაყენეს შეურაცხყოფა. როდესაც ადამიანი საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგენს და შენ მას ლანძღავ, ამით შენს ქვეყანას ურტყამ, მე საერთოდ არაფერი დამიშავებია. პირიქით, უფრო პოპულარული გამხადეს. მაგათ შემოვევლე, ნეტავ, კიდევ გააგრძელებდნენ, ამით უფრო ვძლიერდები.

მე ლანძღვა-გინებისა და ცილისწამების არა, ადამიანი რომ დაუმსახურებლად გაქებს, იმის მეშინია. საშინელი სიტყვები წავიკითხე ჩემზე, მაგრამ მათთვის პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩავთვალე. არც თავის მართლებას დავიწყებ, არც ჭკუას ვასწავლი ვინმეს, ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს. ყველას აქვს თავისუფალი ნება და სიტყვის თავისუფლება…

ყველაზე სამწუხაროა, რაც რამდენიმე თბილისელმა მასწავლებელმა იკადრა – ჩემს მოსწავლეებს ეს სისულელეები პირადში მოსწერეს. თავიდან ჩემმა მოსწაბლეებმა აქტიურად დაიწყეს ჩემი დაცვა და მათ პირადში საშინელი სიტყვებით უპასუხეს. უკვე ლადო აფხაზავა კი არა, მოსწავლე გადაიქცა მასწავლებლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლად“.

როგორც ლადო აფხაზავა წერს, 2017 წელს, როცა ამსწავლებლის ეროვნული ჯილდო მიიღო, მაშინვე აღნიშნა, რომ პროფესიით მასწავლებელი არა რის და ეკონომისტის დიპლომი აქვს, ასევე დაამთავრა სასულიერო აკადემია.

„მერე ვიღაც ბლოგერებმა ჩაატარეს „ჟურნალისტური გამოძიება“ და გამოიკვლიეს: აუ, ლადო აფხაზავას მასწავლებლის დიპლომი არ ჰქონიაო – ამერიკა აღმოაჩინეს. მე ამას თავიდანვე ვამბობდი და შემდეგაც – ინტერვიუებში დამალული არაფერი ყოფილა.

წერდნენ იმასაც, სოროსი აფინანსებსო. ნეტა, მართლა ვინმე მაფინანსებდეს, ხანდახან გზის ფულიც კი არ მქონდა“.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები